რეზონანსი
21.12.2018

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია აპირებს, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

სამადაშვილმა განაცხადა, რომ რომ ეკა ბესელიამ თავის დედას გვარი შეუცვალა, რათა "ნაყაჩაღარი ქონება" გადაემალა. საპასუხოდ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ყველაზე ხელშეუხებელი თემა ოჯახის წევრებია და ის სამადაშვილს აუცილებლად უჩივლებს.

ამ ყველაფერს წინ სალომე სამადაშვილის მიერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვება უძღვოდა, რაზეც ბესელიამ განაცხადა, რომ სამადაშვილი კომიტეტის ყველაზე უსაქმური და კანონების არმცოდნე წევრი იყო.

თუკი ეკა ბესელია სასამართლოში სამდაშვილის წინააღმდეგ სარჩელ შeიტანs, მაშინ მას მოუწევს დაამტკიცოს, რომ მას სამადაშვილმა პატივი და ღირსება შეულახა.

"ცილისწამებისთვის დასჯა სისხლის სამართლის წესით აღარ არის. მხოლოდ შეიძლება სამოქლაქო წესით უჩივლოს ერთმა ადამიანმა მეორეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ოღონდ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს პატივი და ღირსება შეელახა," - განაცხადა უფლებადამცველმა და იურისტმა ლია მუხაშავრიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეკა ბესელიამ თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს სასამართლოში ცილისწამებლურ განცხადებასთან დაკავშირებით სარჩელი მოუგო. ელისაშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ლარი დაეკისრა.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, ამ საქმეში ელისაშვილი მართალი იყო და ამის საფუძველზე ვარაუდობს, რომ ბესელიას სამადაშვილის წინააღმდეგაც არ გაუჭირდება სარჩელის მოგება.

"ბესელიამ ალეკო ელისაშვილს შეწყალების საკითხზე მოუგო, როცა ალეკო ცამდე მართალი იყო და რა გაუჭირდება რომ სამადაშვილსაც მოუგოს?!" - განაცხადა უფლებადამცველმა.

 

მარიამ ხვედელიძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×