რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება. ოქრუაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის მხარდაჭერის გამო მის დაკავებას გეგმავს.

"ახალი თემის აგორებას ჯახირობენ, პოლიტიკური რეპრესიების! და ეს ყველაფერი - მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის და საცუცნავის დასატყუებლად ხდება! ამდენი ოლია მათხოვარი ერთად იშვიათობაა! ოღონდ, ოლია ალალად მათხოვრობდა. ესენი ტიპობენ. ზუსტად ისეთი სიტუაციაა, როგორიც ერთ ანეკდოტში. ტიპს აუპატიურებენ და ამ დროს რაღაც ბლაგი საგანი მოხვდებათ ხელში. ეს ხანჯალი რად გინდაო?- ჰკითხავენ გაკვირვებულები - რა ვიცი, ვინმემ რამე რომ მაკადროს ხომ არ ვაპატიებო. ხანჯლებს მიაწექით, ხანჯლებს!", - წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×