რეზონანსი
22.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხდვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება.

ცვლილების თანახმად, გამოძიებას არ ექნება ზვიად გამსახურდიას საქმის შეწყვეტის ვალდებულება.

„ამ დრომდე შიმშილობენ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორშაბათს უკვე იქნება დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების, რომლითაც 5 წლით გახანგრძლივდება ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე და გამოძიებას არ ექნება შეწყვეტის ვალდებულება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×