საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე დაასახელა. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშილი აცხადებს, რომ ვინაიდან კანდიდატთა სამეულში თამარ ჟვანიაა, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ის დამოუკიდებელი პერსონაა.
ცისკარიშვილმა 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს პუტინის მიერ ჩატარებული არჩევნები უწოდა.
„პრეზიდენტს ალბათ დაავიწყდა, რომ ის არის დამოუკიდებელი პერსონა. სამეულში მოხვდა ქალბატონი ჟვანია - ეს ნიშნავს, რომ იგი მოხიბლულია ისეთი არჩევნებით, რომელიც ჩვენ თავზე 2018 წელს, ან თუნდაც 2016 წელს დაგვატყდა.
"2016, 2017, 2018 წლებში ჩატარებულ არჩევნებს, ისევე, როგორც თავს დროზე 2008 წელს ჩატარებულ არჩევნებს, რასაკვირველია, უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ ისე, რომ საქართველო პრაქტიკურად გალანძღული ყოფილიყო დასავლეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, არის პირველი და უფრო ადეკვატური იქნებოდა რომ 2018 წლის არჩევნები ისტორიაში შესულიყო, როგორც პუტინის მიერ ჩატარებული არჩევნები.
"საკმაოდ მეტია ის შედეგი, რომელიც მისასალმებელია მხოლოდ მოსკოვის კრემლისთვის და მუდმივი შუღლი და შფოთი რასაკვირველია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებში შედის და ასე თუ დარჩება ყველაფერი, როგორც აქამდე იყო, ალბათ, მოიძებნება გზებიც რომ არა თუ დავუახლოვდეთ, არამედ ნელ-ნელა უფრო დავშორდეთ ევროატლანტიკურ სივრცეს," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.
ცისკარიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის შესაფერისად საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ეკატერინე სირაძე-დელონეს მოიაზრებს.
„ეს კანდიდატები მისაღები შეიძლება იყოს, მაგრამ უკეთესი ნამდვილად მეგულება. ქალბატონმა დელონემ წლების განმავლობაში ღირსეულად წარმოადგინა საფრანგეთში ჩვენი ქვეყანა, ის იყო სწორედ ის დოპლომატი, რომელიც ნამდვილად საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ არა ის და სხვა?!
თუ რომელიმე კანდიდატი შენიშნულია, რომ მას წინასაარჩენო პროცესში რომელიმე კანდიდატის მისამართით აქვს ფინანსური მეგობრობა და რომელიმე პარტიას უხდის არჩევნებისას თანხას, ასეთი გვარის პირი საერთოდ არ უნდა დაირთოს არა თუ სამეულში, არამედ სამასეულშიც," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მარიამ ხვედელიძე