რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი) საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ისრაელში ,,ევროვიზია 2019″-ზე კვიპროსის სახელით გამოვა. ის სოციალური ქსელის საშუალებით საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს:

"ჩემო კარგებო, მინდა, დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ 2019 წლის ,,ევროვიზიაზე" წარვადგენ კვიპროსს. განსაკუთრებით თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის დიდი იმედი მაქვს ამ დიდი და ლამაზი გზის განმავლობაში და დარწმუნებული ვარ, როგორც ყოველთვის, ჩემ გვერდით იქნებით".

ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოდან, ასევე საბერძნეთიდან.

შეგახსენებთ, რომ თამთა გოგუაძე პროექტ ,,იქს ფაქტორის" ჟიურის წევრი იყო და საქართველოში ფართო საზოგადოებამ სწორედ ამ პროექტით გაიცნო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×