რეზონანსი
23.12.2018

 (რეზონანსი) პოლიტიკური პარტიების მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„რატომ მოსწონთ შს მინისტრი გახარია?

კახა ოქრიაშვილივით უპრინციპო და ყველა პარტიასთან კავშირში მყოფი არ არის, ყველა პარტიის ბარიერზე გადამხტარი არ არის.

თალაკვაძისა და მდინარაძის მსგავსად ყოველდღე ტელევიზორში ყველა თემაზე უნიჭოდ არ საუბრობს.

კახა კალაძესავით ჰალსტუხის ფერის შერჩევაზე დღის მეოთხედს არ ხარჯავს.

ირაკლი კობახიძესავით ირაკლი კობახიძეც არ არის.

პრემიერ-მინისტრივით სრული ბუტაფორია არ არის და 2012 წელს ენმ არ დაუფინანსებია.

კრიზისულ ვითარებაში შიშით ჩირგვებში არ მირბის, შეუძლია ცივი გონებით იმოქმედოს და საჭიროების შემთხვევაში საკადრისი პასუხი გასცეს ოპონენტებს.

ძალა უყვართ, მას ზურგს პოლიციის უწყება უმაგრებს. ათასგვარ ტალახში ამოგანგლულ ბნელიტას საპოლიციო ძლევამოსილების ეშინია.

მაშასადამე, გახარია თავისი თანაგუნდელების ფონზე რაღაცას მაინც წარმოადგენს და ამიტომ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. თორემ არაფერი განსაკუთრებული სიქველე მას არ ახასიათებს.

უძაღლო ქვეყანაში კატა ყეფს!" - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×