(რეზონანსი) "უიქენდზე, ღამით ვმუშაობ, რადგან მგზავრიც მეტია და შემოსავალიც, ერთ-ერთ გამოძახებაზე მივდიოდი, როდესაც ქუჩაში დავინახე თვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი. სასწრაფოდ გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და დავუძახე", - განაცხადა მეგი ჭყოიძემ, რომელიც ვარშავაში ტაქსის მძღოლია.
"მისი დანახვა ძალიან გამიხარდა და მასაც ასევე. შევთავაზე, წამეყვანა დანიშნულების ადგილას. ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი. მანქანაში რომ ჩავსხედით, ემოციებს ვერ ვიკავებდი, გიჟივით ვიცინოდი...
არანაირი კომპლექსი არ გამჩენია, პირიქით, ისე შინაურულად ვისაუბრეთ, თითქოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. პირველი, რაც ვკითხე - ბატონო მიხეილ, გვეშველება რამე-მეთქი? დარწმუნებით მიპასუხა - უეჭველადო, იმედი მომცა... ისე აჟიტირებული ვიყავი, მისთვის დაბადების დღის მილოცვა სულ დამავიწყდა (შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა). თან, გზაში ლაპარაკით ისე გავერთეთ, რომ დანიშნულების ადგილს გავცდით. ბოლოს მივიყვანე, სადაც მიდიოდა და ერთმანეთს დავცილდით. მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თუმცა რომც არ ეთქვა, ამას ისედაც ვგრძნობდი", - აღნიშნა გოგონამ "Ambebi.ge"- სთან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე