რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) "უი­ქენ­დზე, ღა­მით ვმუ­შა­ობ, რად­გან მგზავ­რიც მე­ტია და შე­მო­სა­ვა­ლიც, ერთ-ერთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხე თვით სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. სას­წრა­ფოდ გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, გად­მო­ვე­დი და და­ვუ­ძა­ხე", - განაცხადა მეგი ჭყოიძემ, რომელიც ვარშავაში ტაქსის მძღოლია.

"მისი და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და მა­საც ასე­ვე. შევ­თა­ვა­ზე, წა­მეყ­ვა­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, როცა გა­ი­გო, რომ ტაქ­სის მძღო­ლად ვმუ­შა­ობ­დი. მან­ქა­ნა­ში რომ ჩავ­სხე­დით, ემო­ცი­ებს ვერ ვი­კა­ვებ­დი, გი­ჟი­ვით ვი­ცი­ნო­დი...

არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ გამ­ჩე­ნია, პი­რი­ქით, ისე ში­ნა­უ­რუ­ლად ვი­სა­უბ­რეთ, თით­ქოს ძა­ლი­ან დიდი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლი, რაც ვკი­თხე - ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, გვეშ­ვე­ლე­ბა რამე-მეთ­ქი? დარ­წმუ­ნე­ბით მი­პა­სუ­ხა - უეჭ­ვე­ლა­დო, იმე­დი მომ­ცა... ისე აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მის­თვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა სულ და­მა­ვი­წყდა (შემ­თხვე­ვა 21 დე­კემ­ბერს მოხ­და). თან, გზა­ში ლა­პა­რა­კით ისე გა­ვერ­თეთ, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს გავ­ცდით. ბო­ლოს მი­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მი­დი­ო­და და ერ­თმა­ნეთს დავ­ცილ­დით. მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ჩემი ნახ­ვა, თუმ­ცა რომც არ ეთ­ქვა, ამას ისე­დაც ვგრძნობ­დი", - აღნიშნა გოგონამ "Ambebi.ge"- სთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×