რეზონანსი
24.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრჩეველთა გუნდი წარადგინა.

"დაინიშნა ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია. ქეთევან მახარაშვილი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იქნება, დაევალება მას ეთნიკურ უმცირესობასთან დაკავშირებული დაკითხები და გენდერული თანასწორობის საკითხებში, პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, დროებით ასევე პრეს-სპიკერის ფუნქციას შეითავსებს.

დიმიტრი გაბუნია იქნება საპარლამენტო მდივანი. სიმონ პეტრიცი - მრჩეველი შშმ პირების საკითხებში.

პრეზიდენტის სასახლე ბოლომდე არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ამას დავიწყებთ პრეზიდენტის სასახლიდან.

ნათია სულავა - მრჩეველი დიასპორის ასევე მოქალაქეობის საკითხებში. აკია ბარბაქაძე - მრჩეველი სამხედრო საკითხებში. ირინა შენგელია - საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში.

კოტე ნაცვლიშვილი - მრჩეველი კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღიაა ყველასთვის, ვისაც ექნება სურვილი და კომპეტენცია შემოგვიერთდეს და დაბრუნდეს ქვეყანაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×