რეზონანსი
25.12.2018

 (რეზონანსი) ზუგდიდში მეოთხე დღეა 14 წლის გოგოს ეძებენ. როგორც მოზარდის დედა ამბობს, გოგო დასთან ერთად მაღაზიაში წავიდა და მას შემდეგ დაიკარგა.

დედის თქმით, და მაღაზიაში შევიდა, 14 წლის გოგო კი მას გარეთ ელოდებოდა, თუმცა მაღაზიიდან გამოსულს ის გარეთ აღარ დახვედრია.

"იმედი ნიუსის" ინფორმაციით, გოგონა რამდენიმე თვის წინაც დაიკარგა, თუმცა მალევე სამართალდამცველებმა ის იპოვეს და ოჯახში დააბრუნეს.

სამართალდამცველები გოგოს უკვე ეძებენ და შესაბამისი ჯგუფი შექმნილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×