მარიამ ხვედელიძე
25.12.2018

 თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, შესაძლოა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად იყაროს კენჭი. აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.

„არ ყოფილა ამაზე მსჯელობა. კანდიდატებზე არ გვისაუბრია გუნდში, ეს მხოლოდ პრესიდან გავრცელდა და რეალობასთან კავშირი არ ვიცი რამდენად აქვს, ვნახოთ," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე თუ, მისი აზრით, ვის შეიძლება მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭიროს, ქანთარიამ კონკრეტული გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

„ჯერ დრო არის, კონკრეტულ გვარებს მე, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ," - აღნიშნა ქანთარიამ.

ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ თუკი მმართველი გუნდი მის კანდიდატურას წარადგენს, მზადაა არჩევნებში კენჭი იყაროს.

„ჩემი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოში განხილვები არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, შეჯერდებიან, თუ ვინ იქნება კანდიდატი. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა მე კანდიდატი, მე მზად ვარ, სადაც გუნდს დავჭირდები - საკრებულოში თუ პარლამენტში, ვემსახურო მთაწმინდელების ინტერესებს და მთელი ჩემი ენერგია მოვახმარო ამ უბნის კეთილდღეობასა და ამ ხალხზე ზრუნვას", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×