რეზონანსი
25.12.2018

 (რეზონანსი) ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ექიმის ინფორმაციით, ორსულს კლინიკაში შემოსვლისთანავე რთული მდგომარეობა აღენიშნებოდა.

„შემოსვლისთანავე აღენიშნებოდა რთული მდგომარეობა, სუნთქვის უკმარისობა. პაციენტი იყო 38 კვირის ორსული. ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. დაეწყო სათანადო მკურნალობა. ეჭვი გვქონდა გრიპზე, რის საფუძველსაც იძლეოდა მისი ანამნეზური მონაცემები. ოჯახის წევრების თქმით, იყო 2-3 დღის შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში განხორციელდა საკეისრო კვეთა. მდგომარეობა მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე"-, განაცხადა ექიმმა.

საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×