მარიამ ხვედელიძე
25.12.2018

 ანსამბლ „ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკუასელის თქმით, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ უბრალოდ თავისი გულისტკივილი გამოხატა, როდესაც განაცხადა, რომ ნინო ანანიაშვილმა თავისი მეუღლის, გრიგოლ ვაშაძის ნამოქმედარზე პასუხი უნდა აგოს.

„ქეთის მე ვერ ვასწავლი როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ გულისტკივილია ეს და მან თავისი გულისტკივილი გამოთქვა. ალბათ არ უნდა, რომ ეს ასე იყოს.

„მას აქვს უფლება თქვას თავისი აზრი. ალბათ წუხს ქეთი," - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ქეთი დოლიძე ცხადებს, რომ ნინო ანანიაშვილის ბალერინობა არაფრის ინდულგენცია არაა და მან მისი მეუღლის, გრგიგოლ ვაშაძის ნამოქმედარზე პასუხი უნდა აგოს.

„მე არ მესმის და ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება, ჩემი ქმარი დამხობისკენ, განადგურებისკენ, უბედურებისკენ მოუწოდებდეს ხალხს და მე ასე, ხელიხელჩაკიდებული, ბედნიერი სახით ვიდგე მის გვერდზე?! ე.ი. შენ ამ ვანდალურ მოწოდებაზე აწერ ხელს, როგორც მოქალაქე, როგორც დიდი უწყების, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი!

„დიდი ბალერინობა (უდავოდ დიდი) არაფრის ინდულგენცია არაა!!! არაფრის!

„რადგან ასეთი ცნობილი ფიგურა ხარ, უნდა აგო პასუხი შენი ქმრის ნამოქმედარზეც," - განაცხადა ქეთი დოლიძემ.

მანამდე, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილისგან უნდა გათავისუფლდეს და პერმანენტული აქციები დაანონსა.

მოგივანებით, მან "რეზონანსთა" საუბრისას განმარტა, რომ უხერხულია, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ხელისუფლების დამხობისკენაა მიმართული, მეორე წევრი კი ამ ხელისუფლებისგანვე ხელფასს იღებს. ამბობს, რომ მისი განცხადება არასწორად იქნა გაგებული და არ უგულისხმია, რომ ანანიაშვილმა ოპერის თეატრი უნდა დატოვოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×