თამარ შუკვანი
25.12.2018

 „ვიცი, რომ საფრანგეთში კონკრეტული მოტივაცია იყო, როდესაც ასეთი კანონი მიიღეს -უსაფრთხოების და ტერორიზმის საფრთხის გამო. რელიგიური თავისუფლება არსებობს, ასე რომ... ამ კანონპროექტში მთავარია დასაბუთება და არგუმენტაცია რა არის," - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარულის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დღეს წარადგინა.

„თუკი ტერორორიზმის რაიმე საფრთხე არსებობს, მაშინ ამის განხილვა ღირს, თუ არა და - არა. ეჭვი მეპარება შესაბამისი არგუმენტაცია იყოს," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კვიციანის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფში გაიმართება, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული დასჯადი ქმედება ხდება და სამართალდამრღვევს ფულადი ჯარიმა ეკისრება - პირველ შემთხვევაზე 500, განმეორებით შემთხვევაზე კი, - 1500 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×