რეზონანსი
26.12.2018

 "ბატონო ემზარ, დასახურია ეს ნანუკას შოუ. ეგ გადაცემა არათუ ოჯახებს ანგრევს, კაცებზეც ძალადობს. თქვენ ადგილას დავიწყებდი აქციებს გადაცემის დახურვის მოთხოვნით, თან პერმანენტულს" - ასე უპასუხა ნანუკა ჟორჟოლიანმა ემზარ კვიციანის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ "ნანუკას შოუ" თურმე ოჯახებს ანგრევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ემზარ კვიციანმა ასეთი განცხადება გააკეთა:

„რატომ არ ვუკრძალავთ საერთოდ ტელევიზიებს, რომ... ვინც კი „რუსთავი 2-ს“ უყურებს და „ნანუკას შოუს“, 90%-ს იმ ქალებისა, ოჯახები აქვთ დანგრეული, არ აკვირდებით? რა შუაშია და თავშია, მიზანმიმართულად მიდის ჩვენი ოჯახების დანგრევა და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა, ამას ფრთხილად უნდა მივუდგეთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×