„აშშ-მექსიკის საზღვარს 2 000-მდე ადამიანი უახლოვდება და თუ ამან მიაღწია 5 000-ს, ისინი საზღვრის მასობრივ გადალახვას დაიწყებენ
თამარ შუკვანი
26.12.2018

 აშშ-ში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს, რაც 2019 წელს კიდევ უფრო რთულ სახეს მიიღებს. კრიზისი არსებობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე აშშ-მექსიკის საზღვართან, - „დემოკრატებმა" მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაბლოკეს და განაცხადეს, რომ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს, დაბლოკავენ.

„ამერიკაში პოლტიკური კრიზისია. ეს არეულობა უკვე იმაში გამოიხატება, რომ „დემოკრატები," რომლებიც წარმომადგენელთა პალატაში მოვიდნენ, ბლოკავენ ტრამპის გადაწყვეტილებებს. ტრამპი, რომელმაც ხელში მხოლოდ სენატი ჩაიგდო, ექსტარვაგანტულ გადაწყვეტილებებს იღებს. მან ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამერიკას შეიძლება საკმაოდ ძვირად დაუჯდეს," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" სუაბრისას.

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით კი, აშშ-ს ფედერალური მთავრობა მუშაობას არ გაანახლებს, ვიდრე „დემოკრატები" კონგრესში მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების დაფინანსებას არ გამოყოფენ.

„ვერ გეტყვით, თუ როდის განაახლებს მთავრობა მუშაობას. ის შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობა მანამ არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ გვექნება კედელი. ეს არის ბარიერი იმ ხალხისგან, ვინც ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად შემოდის, ეს არის ბარიერი ნარკოტიკების წინააღმდეგ. თუ ჩვენ კედელი არ გვექნება, მუშაობას არ განვაახლებთ," - აცხადებს ტრამპი.

ვახტანგ მაისაიას თქმით, მექსიკის საზღვართან კელდის აშენების გადაწყვეტილება, აშშ-ს პრეზიდენტის პრინციპული გადაწყვეტილებაა. მაისაია მიიჩნევს, რომ საკითხი მომავალი წლისათვის კიდევ უფრო დამძიმდება.

„მექსიკის საღვრათან კედლის აღმართვის მოთხოვნა აშშ-ს პრეზიდენტისთვის პროცნიპული და მნიშვნელოვანია. ეს ტრამპის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და როგორც ჩანს, 2019 წლისთვის კიდევ უფრო გართულდება ამ საზღვრის გაკონტროლების საკითხი, - 2019 წელს ეს იქნება მთავარი თავის ტკივილი. იმ პოლიტიკის, რაც ტრამპს გააჩნია, „დემოკრატები" საერთოდ არ ეთანხმებიან და ბუნებრივია, ეს ტრამპისთვის მთავარი ამოსავალი წერტილია.

„ასევე ამ ყველაფერს უკავშირდება ის პოლიტიკა, რაც ახლა მექსიკის საზღვართან დაკავშირებით მიდის. სავარაუდოდ, აშშ მექსიკასთან და კანადასთან გაწყვეტს კავშირს თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებაში, - და თუკი ამ ხელშეკრულების გაუქმება მოხდება, ქვეყნისათვის კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი იქნება.

„ერთი მეორესთან კავშირიშია, - ის კრიზისი, რაც ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში არის და ის მიდგომები, რაც ტრამპს მიგრაციულ პოლიტიკასთან მიმართებაში აკავშირებს, გამოიხატება მექსიკის საზღვრთან განვითარებულ მოვლენებში," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აშშ-მექსიკის საზღვართან 8 წლის გვატემალელი მიგრანტი დაიღუპა, რომელიც ამერიკულ მხარეს ჰყავდა დაკავებული. ბავშვს თავდაპირველად სიცხე ჰქონდა და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მოგვიანებით კი დაეწყო ღებინება, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა, - ამის შესახებ იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები იუწყებიან.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის საზღვარზე მცირეწლოვანი მიგრანტის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში.

აშშ-მექსიკის საზღვართან მოვლენების როგორ განვითარება უნდა ველოდოთ და შეძლებს ტრამპი, საზღვარზე კედლის აშენებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის დამტკიცებას?

მაისაია თვლის, რომ ტრამპს შეუძლება მიიღოს დაფინანსება მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებასთან დაკავშირებით, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აშშ-მექსიკის საზღვარი საკმაოდ გრძელია. მისი თქმით, 2019 წელს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რასაც რუსეთი სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებს.

„პრეზიდენტს აქვს კიდევ დამატებითი ბერკეტები, რომ დაფინანსება გამოყოს და ამ კედლის აღმართვა მოახდინოს, მაგრამ თვითონ კედლის აღმართვას სჭირდება საკმაოდ სერიოზული დრო, რადგან მექსიკისა და აშშ-ს საზღვარი, დაახლოებით, 2 000-3 000 კილომეტრზე არის გაჭიმული და ასე იოლად ვერ აღიმართება.

„სიტუაცია 2019 წელს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაიძაბება მიგრაციულ თემებთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ამ ფაქტს და თავის ჰიბრიდულ შესაძლებლობებსაც გამოიყენებს. შეეცდება, რომ აშშ-ს აქედანაც მიაყენოს დარტყმა. რუსეთმა ამ ბოლო პერიოდში გააქტიურა თავისი ურთიერთობები ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან და კუბასთან.

„არ არის გამორცხული ნიკარაგუიასა და რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელონ ერთობლივი ქმედება ამ ყველაფრის კიდევ უფრო დაძაბვისათვის და აქ უკვე ჩანს საგარეო კვალი მექსიკის პრობლემასთან დაკავშირებით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების დარაზმვა ამერიკის წინააღმდეგ," - აღნიშნავს ის.

მაისაია აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დადგომას არ გამორციხავს, რაც 2019 წელს მოსალოდნელია.

„საზღვარს, დაახლოებით 2 000-მდე ადამიანი უახლოვდება, ამან თუ მიაღწია 5 000-ს, ისინი საზღვრის მასობრივ გადალახვას დაიწყებენ, - ეს 2019 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, მთავარი გლობალური პრობლემა.

„ამას კი ემატება ტრამპის მიმართ იმპიჩმენტის უკვე რეალური წარმოჩენა. თუკი ტრამპის იმპიჩმენტი თემატიკა იყო ნაკლებად აქტუალური, ახლა უკვე სერიოზულ სახეს მიიღებს.

„დემოკრატებმა" შეიძლება იმპიჩმენტის პროცესის დაყენება ქვედა პალატიდან დაიწყონ. 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ეტაპი იწყება და საქმე ისე მიდის, რომ 2019 წელს არ არის გამორცხული ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხი დადგეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×