მარიამ ხვედელიძე
26.12.2018

 უფლებადამცველი და იუსრისტი, ლია მუხაშავრია პარლამენტს ურჩევს ომბუდსმენის რეკომენდაციები და მოთხოვნები შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემა გადაიქცევა ისეთ ურჩხულად, რომელიც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასანსლავს.

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილი 10 კანდიდატის განხილვის პროცესი შეაჩეროს. გარდა ამისა, ომბუდსმენი, ასევე, მოითხოვს რომ მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა შერჩევა გამჭირვალე პროცესში წარიმართოს.

"ძალიან კარგია რომ ომბუდსმენი გამოემხაურა ამ საკითხს და ასეთი მკაფიო მოთხოვნები დააყენა პარლამენტის წინაშე, იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან უკონტროლო და სახიფათო გახდა თავად ხელისულფებისთვის და სახელმწიფოსთვის.

"ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის ჩარევა არის ძალიან დროული და ძალიან დიდი დაბეჯითებით ვურჩევდი პარლამენტს ყური დაუგდოს თავის მიერ დანიშნულ სახალხო დამცველს და შეასრულოს ეს რეკომენდაციები და მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გადაიქცევა ისეთ მონსტრად, მართლმსაჯულების სისტემა გადაიქცევა ისეთ ურჩხულად, რომელიც გადასანსლავს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და მერე ძალიან გვიანი იქნება," - განაცხადა იურისტმა, ლია მუხაშავრიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

"რ": უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილმა კანდიდატებმა უმრავლესობაშიც გამოიწვია უკმაყოფილება. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია მმართველ გუნდში ეს უკმაყოფილება?

ლ.მ: როგორც კი ძალაში შევიდა სახელმწიიფო ცვლილებები, ეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა ისე, რომ, როგორც გაირკვა, თავად იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც არ იყო ცნობილი ბოლო დღემდე. ანუ, პროცესი სრულიად გაუმჭირვალე იყო.

კანდიდატების შერჩევისა და მათი დამტკიცების კრიტერიუმები არ არის მკაფიო, გამჭვირვალე და სანდო საზოგადოებისთვის და მათ შორის ხელისუფლებისთვის. ეს პროცედურა ძალიან ბევრ კითხვებს, ეჭვის საფუძველს იძლევა.

ამიტომ, ცხადია, რომ უმრავლესობაშიც უნდა იყვნენ უკმაყოფილონი, განსაკუთრებით ხელისფლების ის წარმომადგენლები, რომლთაც ძალიან კარგად ესმით დღეს სისტემაში შექმნილი ძალიან სავალალო მდგომარეობა და რომ ამ ვითარებაში ლომის წვლილი სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს.

"რ": ეს პროცესი საზოგადოებაშიც იწვევს უნდობლობას. რატომ?

ლ.მ: როდესაც მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა ხდება არაგამჭირვალე, არაცხადი არამკაფიო კანონის მიერ დადგენილი კრიტერიმებით და კენჭისყრის პროცედურა არის ისეთი, როგორიც ჩვენ ვნახეთ, რომ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ეს ძალიან საშიში პროცესია და ცხადია არ აღუძრავს არანაირად მეტ ნდობას საზოგადოებას სასამართლოსადმი.

თან იმის გათვალისინებით, რომ ჩვენი საზოგადოება მაინც არასდროს ენდობოდა თავის სასამართლოს და თავის მოსამართლეებს, ხოლო, ბოლო წლებში ამან მიიღო ძალიან ცუდი და შეუქცევადი ხასიათი.

ახლა ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ სააკაშვილის დროს მოსამართლეები იყვნენ ხელისუფლების უკანონო ნებისა და მოთხოვნების უსიტყვო შემსულებლები და მათ მეტსახელად ნოტარიუსები დავარქვით. დღეს, იმისათვის, რომ მათ პასუხი არ მოეთხოვოთ წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, იმის მაგივრად რომ ეს დარღვევები გამოავლინოს და გამოასწოროს, ახლა სასამართლო კორპუსი ურთიერთ ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულ დანაშაულით გაერთიანებულ კლანურ ერთეულად გადაიქცა, რომელიც საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი უკანანო პოზიციების განმტკიცებას დიდი წარმატებით ახერხებს და ამან შექმნა სწორედ ის უკონტროლო და სახიფათო ვითარება, როდესაც აუცილებელია, გადაუდებელია ამ პროცესში ჩარევა.

მაგრამ, ახლა შექმნილ ვითარებაში, მე ვფიქრობ, ერთადერთი მაღალი ღმერთი და ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც შეუძლია ამეების გაცხადება, განხორციელება და გატარება.

"რ": ანუ, თქვენი აზრით, პარლამენტი არ დააკმაყოფილებს ომბუდსმენის მოთხოვნას და წარდგენილ მოსამართლეთა განხილვის პროცესს არ შეაჩერებს?

ლ.მ: მე მაინცდამაინც პარლამენტს იმედიანად ვერ ვუყურებ, იმიტომ რომ მათ რომ კარგად სცდონოდათ სასამართლოში მიმდინარე საშიში პროცესების შესახებ, თავიდანვე ჩაერეოდნენ და არ მივიდოდა საქმე აქამდე.

ახლა მე არ ვფიქრობ, რომ მათ გააჩნიათ უნარი და გონიერება რომ შეაჩერონ ეს პროცეს. ამიტომ უნდა მივმართოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ პირადად მან შეაკავოს ეს პროცესი და მოითხოვოს ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილიც გახდება ისეთივე მსხვერპლი ამ ურჩხულისა, როგორიც სხვა დანარჩენი.

ვერ გაიწვევენ კანდიდატებს. ასე ვთქვათ, უკუქცევითი ძალა კანონს არ ექნება, ან დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვონ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შექმნან ახალი ორგანო, სხვანაირად ეს წარმოუდგენელია.

იმიტომ რომ ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციის ცვლილებები, რომელიც ამ პარლამენტმა მიიღო და რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს სრულ შესაძლებლობას თავიდან ბოლომდე დააკომპლექტოს სასამართლო სისტემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×