(რეზონანსი) "28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება " , - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თოვლის ბაბუაც გზაშია და თბილისში 28 დეკემბერს შემოვა.დედაქალაქის მერის განცხადებას, "ტაბულა" -ს გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე იუმორით ეხმაურება:
"მიშას (სააკაშვილი) ელაპარაკება "სკაიპით" და ის ატყუებს, გზაში ვარო" , - დაწერა ჩერგოლეშვილმა.
"მარშალპრესი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე