თამარ შუკვანი
27.12.2018

 „პარლამენტის კულუარებში ყველამ იცოდა, რომ ბესელიას იურიდული კომიტეტის თანამდბებობიდან ათავისუფლებდნენ და ის, რომ მის ადგილას ანრი ოხანაშვილს ნიშნავდნენ, ოფიციალურადაც ერთი თვის გახმაურდა. ეს საკითხი, ფაქტობრივად, ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და ეს საპარლამენტო კულვარებში ყველამ იცოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მას პარლამენტში მეშვიდე ვიცე-სპიკერის თანამებობაზე გადაიყვანენ," - „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა თანამდობებობა დატოვეს. მიზეზად უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა დასახელდა, - ამის შესახებ ბესელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში შესაძლოა დაემატოს მეშვიდე ვიცე-სპიკერის თანამდებობა, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. მისი ინფორმაციით, ბესელია სწორედ მეშვიდე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს.

„პარლამენტში ექვსი ვიცე-სპიკერია და ეს ძალიან სასაცილოა. ექვსი ვიცე-სპიკერი რა საჭიროა, ერთიც კი არ არის საჭირო. ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ვიცე-სპიკერის პოსტი შეიძლება ნებისმიერმა კომიტეტის თავმჯდომარემ რიგითობით შეითავსოს და ის ჩაქუჩი ურტყან, რომლითაც ამ კანონებს ამტკიცებს. ამ ვიცე-სპიკერებში მილიონობით ლარი იხარჯება.

„დამატებითი სპიკერის პოსტის შემოღება ნიშნავს დამატებით დანახარჯებს და ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. თუკი უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატები მისთვის მიუღებელია და რა თქმა უნდა, მიუღებელია, მას იურიდიული კომიტეტის პოსტზე შეეძლო ბრძოლა და ამ პროცესებისთვის ხელის შეშლა.

„გადადგომა არალოგიკურია, როდესაც მნიშვნელოვანი ბერკეტის გამოყენება შეეძლო, სწორედ რომ ზემოქმედება მოეხდინა პროცესებზე. გამოდის მან უბრალოდ კარგად შეარჩია დრო. მან შური იძია თავის გუნდელებზე და არ მოინდომა დაგდებული იარლიყით წასვლა. გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. საინტერესოა ის, თუ რატომ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება და არა ის, რომ „ქართულ ოცნებაში" ვიღაცა რაღაც გადაწყვეტილებას ღებულობს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×