ია აბულაშვილი
27.12.2018

 "ხელისუფლება არის ცაიტნოტში, მას ცოტა დრო აქვს, ხელშესახები შედეგი დადოს. თუ სიტუაცია, განსაკუთრებით პოლიტიკური, იმავე ჭრილში ჩაჯდა, რაც დღეს გვაქვს, წინ კარგი არაფერი ელის" - აცხადებს ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე წლის პოლიტიკურ შედეგებსა და 2019 წლის პერსპექტივებზე ესაუბრა.

დემურ გიორხელიძე: 2018 წლის პოლიტიკური შედეგი საკმაოდ მძიმეა, ჩვენ ფაქტიურად ნაბიჯები გადავდგით 90-იანი წლების საკმაოდ ბნელი პერიოდისკენ. ფაქტია, რომ 28 წლის თავზე პოლიტიკური თამაში, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ჩამოყალიბებული არ არის და ჩვეულებრივ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტოტალიტარულ მეთოდებს იყენებენ ერთმანეთის გასაშავებლად. თუ არაფერი შეიცვალა, ჩვენ ძალიან მძიმე 2020 წლის არჩევნები გველის, რადგან ეკონომიკური სიტუაცია კიდევ უფრო ამძიმეს პოლიტიკურ სიტუაციას და ცუდ ფონს ქმნის.

"რ": ცვლილებები რომ აუცლებელია ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა, ამ სიტუაციიდან გამოსავალს პირადად თქვენ რაში ხედავთ?

დ.გ: არა ეთრხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ მშვიდობიანი პერიოდი გვაქვს, ხელისუფლება ხალხს ქუჩაში არ კლავს და ბიზნესს არ ძარცვავს, რაღაც გაუმჯობესება არის, მაგრამ ეს ძალიან მცირეა, რადგან მოსახლოების უდიდესი ნაწილი სიღარიბეში რჩება. მარტო სიტყვა დასავლური ორიენტაცია არაფერს ნიშნავს, თუ სისიტემას არ ქმნი. რა თქმა უნდა ყველა სისტემა შენი ქვეყნისთვის მოსარგები არ არის, მაგრამ გვაქვს დასავლური გამოცდილება, ავიღოთ თუნდაც გერმანია, რამ დააყენა ომის შემდეგ ფეხზე განადგურებლი ქვეყანა, მხოლოდ ადამიანებმა გონიერი პოლიტიკით და არა ნეობოშევიკების ყალბი ლიბერალური ფრაზეოლოგიით. ამიტომ არანიარი დასავლური ორიენტაცია არ იქნებასაქართველოში, სანამ სახელმწიფო პოლიტიკაში ის კონსტრუქცია არიქნება აგებული, რომელიც თავის დროზე აგებული იქნა დასავლეთ ევროპაში, დაფუძნებული ქართულ რეალობას.

"რ": 2019 წლის პერსპექტივებზე რას იტყვით?

დ.გ: 2019 წელი პოლიტიკური თვალსაზრისით მძიმე წელი იქნება. ხელისუფლება არის ცაიტნოტში, მას ცოტა დრო აქვს რაღაც ხელშესახები შედეგი დადოს. ის რომ რაღაც გაუმჯობესდა არის ცოტა, ამაშიც ხელისუფლების წვლილი ცოტაა. ეს ზრდა ბუნებრივია, ხელისუფლებას სულ არაფერი რომ არ გაეკეთებინა, მაინც ასე იქნებოდა, რადგან ადამიანები მაინც იშრომებდნენ, ამიტომ თავმოსაწონი არაფერი არ არის. რაიმე რომ შეიცვალოს, ეს დამოკიდებული იქნება, როგორც ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვტილებებზე, ასევე საშინაო პოლიტიაში სერიოზულ ცვლილებებზე, მათ შორის ეკონომიკურ ცვლილებებზე. თუ რაღაც ხელშესახებს იგრძნობს ხალხი იგი არანაირ მოწოდებებს არ აჰყვება. მაგრამ, თუ სიტუაცია, განსაკუთრებით პოლიტიკური, იმავე ჭრილში ჩაჯდება, რაც დღეს გვაქვს ხელისუფლებას წინ კარგი არაფერი ელის. ყველა დადგება შენს წინააღმდეგ. ყველაფერი ხელში გქონეს და შედეგს ვერ დებდე, რომელიც საზოგადოებას აკმაყოფილებს, პრობლემებს უნდა ელოდო, რაც პირველ რიგში პოლიტიკურ სიტუაციას დაემჩნევა, ამიტომ ჯერ კიდევ ყველაფერი ხელისუფლების ხელშია, რამდენად გონივრულად იმოქმედებს, 2019 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×