რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) უმრავლესობის წევრებს შორის მცირე კამათი მოხდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ეკა ბესელიას განცხადებას განიხილავენ.

იურიდიული კომიტეტის სხდომას არაწევრი დეპუტატებიც ესწრებიან მმართველი გუნდიდან, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელმაც სხდომაზე სიტყვა რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა ეკა ბესელიამ მას რიგითობის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც სოფო კილაძის პროტესტი მოჰყვა.

„დაწყნარდი, რიგითობა შენ განსაზღვრე იქ, სადაც განსაზღვრავ. დაწყნარდი. შეგიძლია გაიარ-გამოიარო და მერე მოხვიდე", - მიმართა ეკა ბესელიამ სოფო კილაძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×