რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) სასამართლო სისტემაში არ არსებობს კლანი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მყოფმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მან უპასუხა არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, არის თუ არა სასამართლო სისტემაში კლანი და არის თუ არა იმ ჯგუფის წევრი, ვინც მართავს სასამართლო სისტემას? ლევან მურუსიძის თქმით, ის არავითარი კლანის წევრი არ არის, მართლმსაჯულების სისტემაში სამართლიანობის განმტკიცებას უწყობს ხელს და "ამ მხრივ ლიდერია".

"კლანთან დაკავშირებით ჩვენ მოგვდევს „შლეიფი", რომ ეს არის სიმართლე. სასამართლოს ლიდერი ამ თემებზე, თურმე ვარ მე. თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, ჰკითხეთ, რა ხერხებით ვახდენ მათ დაშინებას, აქვთ თუ არა შიში ჩემ მიმართ, რომ ასე ერთ პოზიციაზე არიან ყველანი. ამ კლანებზე საუბარი უსაფუძვლოა," - განაცხადა მურუსიძემ ჯანეზაშვილის საპასუხოდ.

მისივე თქმით, იკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლითაც უვადო მოსამართლედ უნდა განმწესდეს.

"მთელი სასამართლო სისტემა ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის საბჭო. მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და მინდა ეს დღეს, ამ სხდომაზე დავამტკიცო იმ არამოსამართლე წევრებთან, რომელებიც გამოდიან და საუბრობენ ჩემზე ათას რაღაცას", - განაცხადა მურუსიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×