რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში გარკვეულ საკითხებზე სერიოზული უთანხმოებაა, მაგრამ კარგია, რომ ეს პრინციპების დონეზე არ არის.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, არავინ დაობს იმაზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე, ასევე სასამართლოს სისტემაში სერიოზული პროგრესია.

„კონკრეტულ საკითხებსა და გადაჭრის გზებზე გაუგებრობა დღესაც დაფიქსირდა, თუმცა ამაზე კონსენსუსი მიიღწევა. გუშინ გუნდმა და პარლამენტმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღნიშნული საკითხი ფორსირებულ და ნაჩქარევ რეჟიმში არ განხილულიყო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×