რეზონანსი
27.12.2018

 (რეზონანსი) „ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება" ფაქტობრივად არ არსებობს, ეს არის სიმბოლო ძველი გვარდიის" - ეს განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

მმართველი გუნდის ერთმა ნაწილმა ეკა ბესელიას გადადგომას პარტიის დაშლად შეაფასა. ასეთი იყო მაგალითად გედევან ფოფხაძე, რომელიც თავად ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელა.

„ეკა ბესელიას გარეშე „ქართული ოცნება" ფაქტობრივად არ არსებობს. ეს არის სიმბოლო იმ ძველი გვარდიის, მებრძოლი ძალის, რომელმაც 2012 წლის ოქტომბერი შემქნა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დღეს როდესაც მე სიცხიანი ჩამოვედი იმიტომ, რომ ეკასთან ერთად ვიყო, მე მგონია რომ ეკა ბესელიას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს ეს სურვილი და დაკავშირებული არ არის მის კერძო სიმპათიებთან. ეს არის სურვილი დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის მომავალთან და იმასთან რომ იურიდიულმა კომიტეტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ ჩავარდეს შერჩეული საეჭვო ადამიანების ხელში,"-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×