რეზონანსი
27.12.2018

2019 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის ე.წ. "ადვალური" გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზრდება, რის შედეგადაც ქვეყანაში ამ პროდუქტის ღირებულება კიდევ გაიზრდება. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ნორმას დაჩქარებული წესით განიხილავს და მას კენჭს დღეს ღამით უყრის. 

ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელები ამ გადაწყვეტილებას თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესთა დაცვით ხსნიან, რომლებიც ძირითადად უფილტრო სიგარეტს აწარმოებენ.

თამბაქოს მწარმოებლები დღეს აქციზურ მარკასთან ერთად, სახელმწიფოს “ადვალურ” გადასახადსაც უხდიან, რაც თანაბარია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისთვის. აღნიშნული გადასახადი კოლოფის (20 ღერის) ღირებულების 10%-ს შეადგენს.  2019 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის მწარმოებელს ამაზე სამჯერ მეტი გადასახადის გადახდა მოუწევს. 

"ბიემის" ცნობით ადვალური მოსაკრებლის ზრდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკების გათანაბრებას უკავშირდება. დღეის მდგომარეობით, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზური მარკა 1.70 ლარს, ხოლო უფილტროზე 60 თეთრს შეადგენს. აქციზური მარკების ღირებულების ასეთმა სხვაობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში უფილტრო სიგარეტის მოხმარების მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი. 2018 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწვეტილება მომხდარიყო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზის გათანაბრება. თუმცა, აქციზის გათანაბრებასთან ერთად, მთავრობა კონკრეტული ტიპის სიგარეტისთვის "ადვალურ" გადასახადსაც აძვირებს.  ეს ნიშნავს, რომ ახალი წლის შემდეგ უფილტროსთან ერთად ფილტრიანი სიგარეტიც გაძვირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×