რეზონანსი
27.12.2018

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან, 11-მა ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უვადოდ გაამწესა. როგორც საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ მურუსიძის სასამართლოში უვადოდ გამწესების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მან კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და გაბათილდა ბიულეტენი.

ლევან მურუსიძის უვადოდ მოსამართლედ გამწესებას ხმა მისცეს: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა – გიორგი მიქაუტაძემ, სერგო მეთოფიშვილმა, რევაზ ნადარაიამ, შოთა ქადაგიძემ, ირაკლი შენგელიამ, ირაკლი ბონდარენკომ ,დიმიტრი გვრიტიშვილმა, ვასილ მშვენიერაძემ, ზაზა ხარებავამ, ლევან გზირიშვილმა, თამარ ონიანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მისი კეთილსინდისიერების კრიტერიუმი 95%-ით შეაფასა.

(აიპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×