რეზონანსი
27.12.2018

 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ შეიქმნა ასეთი პიარ-კამპანიასავით, თითქოს ბესელია იმიტომ მიდის, რომ მოსამართლეების თემას არ ეთანხმება. მისი თქმით, ეს არაფერ შუაშია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ და ეს უნდა გადაწყდეს შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე.

“მის წასვლას სხვა მიზეზები ჰქონდა. მე ამან აღმაშფოთა, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდებოდა.

ბესელია იმუქრებოდა, რომ რაღაცებს ილაპარაკებდა, ილაპარაკოს რაც უნდა, მე პირადად არ მეშინია, რა უნდა იყოს ისეთი, რაზეც მან შეიძლება ისაუბროს”, – განაცხადა კილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×