რეზონანსი
27.12.2018

 ექსპერტი გია ხუხაშვილი მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების შესახებ გამოცხადებულ აუქციონს ეხმაურება. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ბევრი ვალდებულება „აიკიდა“ და შემდგომ „გაიხლართა“, რის გამოც შეცდომას შეცდომას უმატებენ.

„ძალიან ღრმად შეტოპეს უკვე და იმდენი ვალდებულებები აიკიდეს, რომ აიხლართნენ, როგორც ეს პირველ და მეორე ტურში ვნახეთ. ხალხმა თვალი დაუხუჭა, რომ უარესი არ იქნებაო, მაგრამ უარესები მიაყარეს. ასეთი ტენდერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც არ მახსოვს, იმათ შეკერვა მაინც იცოდნენ ისტორიის და ასე ღიად არ ჩანდა დარღვევები“, - აღნიშნა ხუხაშვილმა "360 გრადუსთან".

შეგახსენებთ, რომ ერთი დღე დარჩა აუქციონის ამოწურვამდე, რომლის შემდეგაც უნდა გადაწყდეს იმ კომპანიის ვინაობა, რომელსაც 20-წლიანი ვადით გადაეცემა თბილისში, მიწისზედა და მიწისქვედა მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება. ლოტის ღირებულებდ დასახელებულია 12 მილიონი დოლარი და 20 წლიანი ვადა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულს ლოტი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გადაეცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×