რეზონანსი
28.12.2018

 ქვემო ფონიჭალაში სისხლიანი გარჩევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება. ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით, სავარაუდოდ, მისივე თანასოფლელმა მიაყენა. თვითმხილველები დანაშაულის მოტივად ვალის გადაუხდელობას ასახელებენ. როგორც ისინი აცხადებენ, გარდაცვლილს ბრალდებულის 1500 დოლარი ემართა. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თხუთმეტსაათიანი ძებნის შემდეგ თბილისში დააკავეს. მის მიმართ გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×