რეზონანსი
28.12.2018

 31 დეკემბრის ღამეს და 1-ელ იანვარს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლებელია მცირე თოვა.

ასევე, 31 დეკემბერს მცირე თოვაა მოსალოდნელი საქართველოს ცალკეულ რაიონებში, მათ შორის კახეთში.

სინოპტიკოსების განცხადებით, 29-31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება და თითქმის იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

„31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლოა, მოიღრუბლოს და მაქსიმალურმა ტემპერატურამ 5-7 გრადუსს მიაღწიოს. დღის საათებში იქნება მცირე წვიმა. 30-31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, ღამით მოსალოდნელია დაახლოებით -3-დან -1 გრადუსამდე ყინვა. 31 დეკემბერს ღამით, 00:00 საათზე შესაძლებელია, თბილისში თოვა დაიწყოს“, - განუცხადეს "აიპიენს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×