რეზონანსი
28.12.2018

 (რეზონანსი) 2019 წლის 1-ელი იანვრიდან თურქეთში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გადასახადის გადახდა მოუწევთ, რომლის ოდენობა 1.5 ევროთი განისაზღვრა. თანხას ტურისტები ქვეყნის აეროპორტებში ჩაფრენისთანავე გადაიხდიან.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო გადასახადის ოდენობის 3 ევროთი განსაზღვრა. თუმცა, შემდეგ თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციამ ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრს მოსაკრებლის დაწევის თხოვნით მიმართა, რადგან მილიონობით ტურისტს უკვე გადახდილი ჰქონდა ქვეყანაში 2019 წლის დასვენების ხარჯები. ახალ გადასახადს ყველა ქვეყნიდან ჩასული ტურისტი გადაიხდის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×