რეზონანსი
28.12.2018

 (რეზონანსი) იტალიის ქალაქ პიზის ციხეში ქართველმა პატიმარმა ბადრაგს სცემა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი პატიმრის საკნიდან გამოყვანის დროს მოხდა. ციხის ბადრაგი პატიმრის სხვა ადგილას გადაყვანას ცდილობდა, რა დროსაც საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ მათგანს თავში ჩაარტყა.

ინციდენტის შემდეგ ციხის თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტალიური მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე ციხის თანამშრომლების მიმართ აგრესიულად წარსულშიც მოქმედებდა.

ინციდენტის შემდეგ პენიტენციური პოლიციის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ლეო ბენედუჩიმ თქვა, რომ იტალიის ციხეების თანამშრომლებზე თავდასხმები ხშირად ხდება, რადგან შესაბამისი წესების არარსებობის გამო, პატიმრები აღნიშნული ქმედებისთვის არ ისჯებიან.

 

წყარო - 1tv.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×