რეზონანსი
28.12.2018

 (რეზონანსი) კობახიძე და მისი პორტირებულები გუნდს რომ ახსენებენ, ეტყობა ჩიტების გუნდზე ლაპარაკობენ - ეს განცხადება, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

ჭიჭინაძე "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებას გამეოხმაურა.

ყოფილ თანაგუნდელებზე საუბრიბრისას ჭიჭინაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ორად გაიყო, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომამაც დაადასტურა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ შეინარჩუნებს, რადგან მმართველ გუნდში ერთიანობა აღარ არსებობს. ჭიჭინაძე ამბობს, რომ როცა პარლამენტის თავმჯდომარე გუნდზე ლაპარაკობს, ის ალბათ ჩიტების გუნდს გულისხმობს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. ეკა ბესელიამ გადაწყვეტილების მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია დაასახელა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×