რეზონანსი
28.12.2018

 (რეზონანსი) ეკა ბესელიას პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის საკითხი, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის დღის წესრიგში აღარ დადგება.

„ქართული ოცნების" ლიდერები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, მოხდება თუ არა ბესელიას ახალ საპარლამენტო თანამდებობაზე არჩევა.

ბესელიას შესაძლო ვიცე სპკერობაზე ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა. გავრცელეული ინფორმაციით, ბესელიამ ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩევის შეთავაზება მაშინ მიიღო, როცა პარლამენტის ხელმძღვანელობაში მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან წასვლის საკითხი იხილებოდა.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

 

 

"პირველი რადიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×