მარიამ ხვედელიძე
28.12.2018

 "ბიძინა ივანიშვილმა სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც საქართველოს შემარცხვენელი იყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში" - ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, სოსო ცისკარიშვილმა ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

"ლევან მურუსიძე ქართული მართლმსაჯულების სიმბოლოდ შემოგვაპარეს. კითხვით, თუ რატომ უნდა მიმართოთ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც სწორედ რომ სოროდან ამოიყვანა და თავს დაგვასვა ადამიანი, რომელიც საქართველოს შემარცხვენელი იყო ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში," - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

"რეზონანსი": იმ ფონზე, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ეცემა, შეიძლება თუ არა, რომ განვითარებულმა მოვლენებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავლენა იქონიოს?

ს.ც: ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილი. ჯერ ეს ერთი მისი გამონათქვამები საკუთარ თავზე მიუთითებს, რომ კვალიფიციურ ექიმს უნდა გაესინჯოს. საკუთარი თავის ქებამ და ასეთმა გაუგებარმა ფრაზეოლოგიამ, რასაკვირველია, შეიძლება ნებისმიერი მოულოდნელი შედეგი შექმნას და ეს ფაქტი, რასაკვირველია, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტართა დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ მათი მამამარჩენალის კლანჭებში სუფევს.

"რ": უმრავლესობაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებმა. ეკა ბესელიამ, როგორც თავად განაცხადა, ამის გამო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა. მიანიშნებს თუ არა ეს ფაქტი, რომ მმართველ გუნდში განხეთქილბაა?

ს.ც: რასაკვირველია, ჩვენი პარლამენტის სერიოზული რაოდენობის ადამიანების მკაფიო და სამართლიანი რეაგირება მისასალმებელი იყო, მაგრამ მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უადოდ განამწესეს და ამაზე არ არის ადეკვატური რეაგირება, თუნდაც ერთი პარლამენტარის მხრიდან, მიგვანიშნებს, დიახ, სწორედ იმაზე, რომ დიდი ნაწილი პარლამენტის წევრებისა კვლავ პრივატიზირებულია იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ამხანაგი მურუსიძე შემოგვაპარა, როგორც ქართული მართლმსაჯულების სიმბოლო.

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. მან კენჭისყრის შედეგად საბჭოს წევრთა 11 ხმა მოიპოვა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×