რეზონანსი
28.12.2018

 თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა უდანაშაულოდ ცნეს და გაამართლეს, ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ ცნეს და განუსაზღვრეს თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.

გიორგანაშვილი არც პირველ საქმეზე და დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×