რეზონანსი
28.12.2018

 გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის დარგის უხუცესი და რეგიონების მასშტაბით წლის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა. კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და მოადგილეებმა თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და კომპანიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 ეკატერინე გალდავამ 12 თანამშრომელს მადლობის სიგელები, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა. დაჯილდოვებულთა შორის იყვნენ 80 წელს მიღწეული ხარატი, ზეინკალი, საავარიო და ტეკნიკური ჯგუფის სპეციალისტები, რომლებიც წყალმომარაგების სფეროს 50 წელია ემსახურებიან.  

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ხშირად 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუშაობა, საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს ათეული წელია ერთგულად ემსახურებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და შემართებისთვის. თქვენი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია დარგის განვითარების ხელშეწყობაში. გპირდებით, რომ მუდმივად ვიზრუნებთ თქვენი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, რომ სანიმუშოდ ემსახუროთ ხალხს. მინდა მოგილოცოთ თქვენ და კომპანიის ყველა თანამშრომელს დამდეგი 2019 წელი და გისურვოთ წარმატებები’’- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×