(რეზონანსი) მურუსიძე არის პარაზიტი - ეს განცხადება, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის შეფასებისას გააკეთა.
მისი თქმით, ზოგჯერ ფიქრობს, რომ საჭიროა მსგავსი მოსამართლეების ლინჩის წესით გასამართლება.
„ეს პიროვნება არ ვიცი ბიძინა ივანიშვილმა შეაქო თუ არ შეაქო ეს არ ვიცი მაგრამ. ცხოვრებაში მურუსიძე არის პარაზიტი. რატომღაც ასე მგონია, რომ მურუსიძე ერთ მომენტში როდესაც დაწვება დასაძინებლად გაიაზრებს, რომ არაკაცურად იქცევა, არაპროფესიონალურად იქცევა.
ხანდახან უცბად გამიელვებს ხოლმე, რომ ასეთი ადამიანები ლინჩის კანონით ხომ არ გავასამართლოთ? და მოისვენებს ქვეყანა. ბევრნი კი არ არიან. ცოტანი არიან უსამართლობის კორიფეები", - განაცხადა მოლაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.