ია აბულაშვილი
28.12.2018

 "ეკა ბესელიას უკან ძალიან ბევრი ღირსეული დეპუტატი დგას, რომლებიც ბრძოლას მასთან ერთად გააგრძელებენ, რადგან მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და კულუარებში არ უნდა იწერებოდეს"- ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას პოზიციას დეპუატატი დავით ჭიჭინაძე.

"ეკა ბესელია გუნდურობის პრინციპიდან გამომადინარე ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, მაგრამ, მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით მან თავის პრინციპული პოზიცია გამოხატა, გადადგა და თან ზარდიაშვილიც გაიყოლა.

"ეკა ბესელიას უკან ძალიან ბევრი ღირსეული დეპუტატია, რომელიც მის პოზიციას იზიარებს, და მასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას, რადგან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გამოჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს და არა სადღაც, ბნელ ოთახებში, კულუარებში იწერებოდეს სიები.

"თანაც, არ უნდათ რომ საზოგადოება საქმის კურსში ჩააყანონ, ვინ იქნება წლების მანძილზე მათი საქმეების განმხილველი.

"თვეებია, ჩემს კოლეგებს ვეუბნები, რომ ერთი გუნდი აღარ ხართ, მაგრამ არ მოისმინეს და კულუარულ ბრძოლას გადააყოლეს ყველაფერი. პრობლემებს თვალი არ გაუსწორეს და პირიქით, კულუარებში ერთმანეთის რიგრიგობით, ხან კანონებს ცვლიდნენ, ხან რომელიმე მოსამართლის გაყვანას ცდილობდნენ. ვინც სიმართლეს ეუბნებოდათ, ყველას დაუპირისპრდნენ, მე პარტიიდან გამრიცხეს.

"ფაქტია, რომ მურუსიძის უვადო დანიშვნით, საზოგადოებას სილა გააწნეს, რასაც არავინ აღარ მოითმენს. რღვევა დიდი ხანია არის, ახლა მხოლოდ გაფორმება დაიწყო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის, კობახიძის გადაყენებით უნდა დამთავრდეს, რადგან ასეთი გადაწყვეტილებებით ღრმა კრიზისში შეიყვანა პარლამენტი"- განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×