რეზონანსი
28.12.2018

 განათლების კომიტეტის სხდომაზე სხდომა მინისტრის გამოიცხადებლობასთან დაკავშირებით მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

„გაჩერდით, თქვენ ხომ ლაპარაკობდით?! ეგება თავში ჩარტყმა სჯობდეს, ვიდრე თქვენ ასე ლაპარაკობდეთ?! რაც ახლა რეპლიკები მესმოდა, წარმოუდგენელია, ასე ვერაფერს განვიხილავთ. ეთიკაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ საერთოდ რა კავშირი აქვთ ეთიკასთან? მინისტრი არ მოვიდა, კითხვა მეც მაქვს - შეპირებული იყო და არ მოვიდა თუ რატომ არ მოვიდა? ზრდილობას მიხედეთ და უზრდელობას ნუ სჩადიხართ. ნუ ყეფთ. ერთადერთი ქალი ბრძანდება ტრიბუნასთან და როგორც სვავები, ისე დაესიეთ. ქალის პატივისცემას მე ნუ მასწავლით“, - მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თინა ბოკუჩავას და მთელ ოპოზიციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×