
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ადასტურებს, რომ საავადმყოფო გრიპის ვირუსით დაინფიცირებული ბავშვებით გადავსებულია, თუმცა როგორც განმარტავს, არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის და ჯამში, პაციენტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2009-2010 წლების ეპიდემიის დროს.
"არანაირი საშიშროება, რომ ეპიდემია გამოცხადდეს, გადაადგილება შეიზღუდოს ან სკოლებში დაწესდეს რეჟიმი, რომელიც 2009-2010 წლის ეპიდემიის დროს გვქონდა. თუმცა, საავადმყოფო გადავსებულია, თუ ეს სიტყვა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ გვაქვს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც პირდაპირ მუშაობს იმ პაციენტებზე, რომლებსაც სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული ინფექცია აქვს. ეს დეპარტამენტი ბოლო 4-5 კვირის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს, თუმცა საშიშროება იმის, რომ ჩვენ პაციენტები ვერ მივიღოთ, არ არის. ჩვენ სხვა დეპარტამენტებში გამოვათავისუფლეთ ის საწოლები, როლებიც ამ პაციენტებს იღებენ" - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.