რეზონანსი
28.12.2018

 სამგორის რაიონის ყოფილი გამგებლის კიდევ ერთი ავტომობილი დაწვეს. გამთენიისას ასლანიდის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი მამუკა ჩოქური თავად გახდა. „ქართული ოცნების“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად ბიზნესსაქმიანობას ეწევა, მხოლოდ ალმოდებული „ლენდ კრუიზერი“ დაინახა.

კადრებში კი, რომელიც „კურიერს“ სანდო წყარომ მოაწოდეს, ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანის აალებამდე ერთი წუთით ადრე გამოჩნდა და ტერიტორია მალევე დატოვა. ვიდეომასალა პავლე ასლანიდის ქუჩაზე გარე სათვალთვალო კამერის გადაღებულია.

გამომძიებლები ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ ასლანიდის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაათვალიერეს. ამ დრომდე დამნაშავის იდენტიფიცირება არ მომხდარა.

მამუკა ჩოქურის მანქანის გარდა, ტერიტორიაზე სხვა ავტომობილებიც დაზიანდა. ჩაიმსხვრა ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის ფანჯარაც.

2015 წელს იმავე ეზოში ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა მაშინ მოქმედი გამგებლის ავტომობილს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. საქმე დღემდე გაუხსნელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×