რეზონანსი
28.12.2018

 რუსთავში, სასტუმრო რუსთავის შენობაში განთავსებული სტრიპტიზ კლუბი გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დაწესებულებიდან წაღებულია დაახლოებით 1000 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები. უცნობმა პირმა კარი ქვის ლოდით შეანგრია.

ბარის თანამშრომლებმა ფაქტის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მისულებს სტრიპტიზ კლუბის კარი ღია დახვდათ, რის შემდეგაც მათ უკვე სამართალდამცველები გამოიძახეს.

როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×