19 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი თითქმის გაორმაგდა. გერმანული სამენეჯრო სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და “გენტის” 19 წლის შემტევის გრაფაში ორიოდე დღის წინ 5 მილიონი ევრო ეწერა, მაგრამ ახალი წლის დადგომამდე განახლებული შეფასება გაჩნდა – 9 მილიონი ევრო.
ამგავრად, 2018 წლის ბოლოს ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეების სიას გიორგი ჩაკვეტაძე პირველად ჩაუდგა სათავეში და მეორე პოზიციაზე დააქვეითა საბა კვირკველია, რომელიც 2 წელი სიის უპირობო ლიდერი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გიორგი ჩაკვეტაძე ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი გახდა – 19 წლის ფეხბურთელი წლის ფეხბურთელად აღიარეს.
1. გიორგი ჩაკვეტაძე 9 000 000
2. საბა კვერკველია 8 000 000
3-4. დათა ხოჭოლავა 3 000 000
3-4. გიორგი ქვილითაია 3 000 000