პედაგოგ ირმა გორდელაძის რჩევა გასათხოვარ გოგოებს:
"მომისმინეთ ყურადღებით ჩემებო! უამრავი ხერხები თუ რჩევები არსებობს ახალ წელთან დაკავშირებით. მინდა, პატარა პოზიტივი გასწავლოთ და გაგამხიარულოთ.
ჩემმა ახლო მეგობრებმა იციან ეს წესი. მოკლედ, გასათხოვრების საყურადღებოდ. თუ გაინტერესებთ, მომავალ წელს გათხოვდებით თუ არა, უნდა გააკეთოთ შემდეგი. 12 საათი სანამ ჩამოკრავს, დადექით კარის ზღურბლზე და გაიქნიეთ ფეხსაცმელი. თუ ფეხსაცმლის ცხვირი გარეთ აღმოჩნდება, თხოვდებით, თუ შიგნით, ვერა.
მაინც გეცოდინებათ ხოომ?
გავაკეთე ეს შეღერებული გოგო რომ ვიყავი და ისე მოვიქნიე ფეხსაცმელი, იმ ღამეს ვერ ვნახე და მეორე დღეს ვიპოვე მეზობლის ეზოში. ოღონდ გაურკვეველი მდებარეობით, არც იქით და არც აქეთ. წლების შემდეგ მივხვდი, რასაც ნიშნავდა, ანუ წახვალ, მარა მობრუნდები! ბედნიერ ახალ წელს ძვირფასებო!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე