რეზონანსი
30.12.2018

 (რეზონანსი) მამაკაცის დაჭრა გაურკვეველ ვითარებაში - შემთხვევა თბილისში, გუშინ გვიან ღამით პეკინის 4 ნომერში მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაჭრა შესაძლოა კორპუსში ჩამსხვრეულ შუშას უკაშირდებოდეს, რის შედეგადაც მამაკაცმა ფეხი დაიზიანა, თუმცა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არც ადასტრებენ და არც უარყოფენ. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები.

დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას სახლში გადის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.

 

 

"პირველი რადიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×