რეზონანსი
30.12.2018

 (რეზონანსი) სროლა იყო გუშინ ღამით, პეკინის 4 ნომერში მდებარე ლომბარდთან ახლოს. შედეგად დაჭრილია 44 წლის მამაკაცი. ის მრავლობითი ჭრილობებით ევექსის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც მას საფანტის ტყვიები ამოუღეს. დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია და მას დღესვე სახლში გაწერენ.

შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდა კრიმინალური პოლიცია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 124-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×