რეზონანსი
30.12.2018

 (რეზონანსი) ჭიათურაში, მაღაროს მუშებმა, წინასაახალწლოდ დარიგებული ერთი მუჭა კანფეტები, პროტესტის ნიშნად, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ოფისის წინ მიმოფანტეს. როგორც "2020NEWS"-ს ჭიათურიდან აცნობეს, "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლებმა, კომპანიის ცინიკური დამოკიდებულების გამო, პროტესტის ნიშნად, წინასაახალწლოდ დარიგებული ბარამბოს ე.წ "საწუწნი კანფეტები" კომპანიის ოფისის წინ მიმოფანტეს. შეგახსენებთ, ჭიათურელი მაღაროელებისათვის საახალწლოდ კომპანიამ ერთი მუჭა კანფეტები დაურიგა მუშებს და მათ ასე მიულოცეს ახალი წელი.

"2020NEWS" დაინტერესდა, ვის მოუვიდა ასეთი საჩუქრის გაკეთების იდეა. თუმცა, როგორც გაირკვა, "ერთი მუჭა კანფეტების" დარიგებაზე კომენტარის გაკეთებას შპს "ჯორჯიან მანგანეზში" ყველა ხელმძღვანელი პირი გაურბის. იმ მისალოც ბარათზე კი, რომელიც "ერთი მუჭა კანფეტებს" თან დაურთეს, კომპანიის სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ხელმოწერაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×