რეზონანსი
30.12.2018

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის, სიღნაღის მსგავს ქალაქად გადაკეთება იგეგმება. აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი ერთ-ერთი იქნება, რომელიც მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს.

არსებული ინფორმაციით, სოფლის ცენტრალურ ნაწილში შარდენის მსგავსი ქუჩა მოეწყობა. პროექტის ინიციატორი პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატია. დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლის, ბაზრის, დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია და სპორტული მოედნების მოწყობა.

,,არქიტექტორების ჯგუფი, რომელმაც გაიმარჯვა ტექნდერში, მუშაობს ველისციხის გენერალური რეგულირების გეგმაზე. ეს მოიცავს თუ როგორ უნდა განვითარდეს თითოეული უბანი, სად უნდა იყოს საფეხმავლო გზა, როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს ქუჩები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და ბევრი ადამიანი დასაქმდება. ველისციხეს აქვს ძალიან სერიოზყული პოტენციალი გახდეს კახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი. ამ პროექტს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×