რეზონანსი
31.12.2018

 დეპუტატი ეკა ბესელიამ ამბობს, რომ მისი გადადგომის განცხადება ბიუროს ხვალ ექნება. ბესელია თანაგუნდელების, კონკრეტულად კი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეაქციამ გააკვირვა.

"ამ ბრიფინგის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ  რაც გააკეთა, არ იყო არც ფორმალური გულის ტკენის გამოვლინება, არ იყო ფორმალური პროტოკოლური მადლობაც, იყო პირდაპირ ვერსია რომ ჩემი დასახელებული მიზეზი არ არის სინამდვილე და სხვა რაღაცაშია საქმე", - განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

27 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას გადადგომაზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×